Thumbnail
  • რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა
  • რუსეთის რაგბის ფედერაციაში უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობენ
  • რუს დათვებს ბორჯღალოსნებთან 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ 

რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ იგორ არტემიევმა მსოფლიო თასზე ნაკრების გამოსვლა შეაფასა და დასძინა, რომ ამიერიდან რუსეთის ეროვნული გუნდის მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა და ამ ტურნირში "ბორჯღალოსნების" დამარცხებაა.

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე დათმო, საერთო ანგარიშით 19:160 და შინ დაბრუნება მოუხდა. ამის მიუხედავად, არტემიოვი გუნდის უელსელი თავკაცის, ლინ ჯონსის მუშაობით კმაფილია და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილს გამოთქვამს.

ბორჯღალოსნებმა წელს რუსეთს კრასნოდარში 22:6 მოუგეს

"სამწვრთნელო შტაბს არ შევცვლიდი. ჩვენი აზრით, შედეგი დამაკმაყოფილებელია და გვსურს, მწვრთნელებმა გუნდის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა წარმოადგინონ. ვფიქრობ, რომ რუსეთის ნაკრებმა თავისი გამოსვლით რაგბის სამყაროსა და რუსული საზოგადოებისგან პატივისცემა დაიმსახურა. ეს უკვე სულ სხვა გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული ამოცანების გადაჭრა შეუძლია და ახლა უკვე გვინდა, მოვუგოთ საქართველოს ნაკრებს", - ამბობს არტემიევი Sport24-თან.

არტემიევი იაპონიაში რუსეთის ნაკრების გამოსვლით კმაყოფილია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე გამოსვლა ჯგუფში დაასრულდა, სადაც ერთი მატჩი მოიგო - ურუგვაისთან (33:7), უელსთან (14:43), ფიჯისა (10:45) და ავსტრალიასთან (8:27) კი წააგო.

რუს "დათვებს" "ბორჯღალოსნებთან" 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ, ჯამში ამ ორ ნაკრებს შორის გამართული 23 მატჩიდან კი ქარველმა მორაგბეებმა გამარჯვება 21-ჯერ იზეიმეს.

კომენტარები

ბოლო ამბები