Thumbnail

მარიამ ბოლქვაძე: მადლობა ქომაგობისთვის, ჩინეთში ვითამაშებ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ბოლქვაძე ჩინეთში სამ ტურნირზე იასპარეზებს
  • ქართველი ჩოგბურთელი WTA რეიტინგის 159-ე ჩოგანია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც WTA-ს რეიტინგის 159-ე ნომერია, ჩინეთში სამ ტურნირზე იასპარეზებს. ჩოგბურთელმა ეს ინფორმაცია ინსტაგრამის გვერდით გაავრცელა - მარიამმა ვიდეოში მადლობა გადაუხადა ქომაგებს და უახლოესი გეგმაც გააჟღერა.

ბოლქვაძეს არ დაუსახელებია რომელ ტურნირებზე ითამაშებს, თუმცა ჩინეთში ITF-ის ორი ტურნირი დარჩა ჩასატარებელი და, როგორც ჩანს, მარიამი ორივე ტურნირზე გამოვა. ნანინგში ტურნირი 21 ოქტომბერს იწყება და 27 ოქტომბერს სრულდება, ხოლო ზუსტად 28-იდან ლიუჟუში კიდევ ერთი ტურნირი ჩატარდება.

მარიამ ბოლქვაძე: მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ძალიან ბევრი მეკითხებოდა, თუ სად ვიასპარეზებდი და რომელ ტურნირზე ვაპირებდი გამოსვლას. ამჟამად ჩინეთში ჩამოვედი და სამ ტურნირს ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ ჩინეთის ტური კარგად ჩაივლის - კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის.

View this post on Instagram

🇨🇳

A post shared by Mariam Bolkvadze (@mariam.bolkvadze.official) on

კომენტარები

ბოლო ამბები