Thumbnail

მსოფლიო თასზე პირველი 1/2-ფინალისტი ცნობილია - ინგლისმა ავსტრალიას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისი 40:16 ავსტრალია
  • ინგლისის ნაკრების მეტოქე 1/2-ფინალში ახალი ზელანდია ან ირლანდია იქნება

ინგლისის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის პირველ მეოთხედფინალში ავსტრალიას 24 ქულით, 40:16 სძლია და ნახევარფინალის პირველი საგზური მოიპოვა. ედი ჯონსის გუნდმა ''ვოლაბებს'' 4 ლელო დაუდო. ავსტრალიელებმა პირველ ტაიმი მხოლოდ 8 ქულით წააგეს - 9:17.

ინგლისმა მეორე ნახევრის სტარტზე ლელო გაუშვა, თუმცა მისი გაბათილება მალევე მოახერხა და მატჩიც სოლიდური ანგარიშით მოიგო.

ინგლისის ნაკრების მეტოქე ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ან ირლანდიის ნაკრები იქნება.

ინგლისის ლელოები: ჯონი მეი (18, 21), კაილ სინკლერი (46), ენტონი უოტსონი (76).

ოუენ ფარელმა 4 გარდასახვა და 4 ჯარიმა გაიტანა.

ავსტრალიის ლელოები: მარიკა კოროიბეტე (43). კრისტიან ლეალიფანომ ერთი გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები