Thumbnail

იუვენტუსმა დიბალა-იგუაინზე აზრი შეიცვალა - არგენტინელები დიდი ხნით რჩებიან

  • იუვენტუსი არგენტინელებთან ხელშეკრულებების გახანაგრძლივებაზე მუშაობს
  • გასულ ზაფხულს ტურინელები ორივე თავდამსხმელის გასხვისებას აპირებდნენ

ტურინის იუვენტუსის არგენტინელი თავდამსხმელები, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი, დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ, რომელიც მზად იყო ფეხბურთელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაშორებულიყო, ამჯერად აზრი შეიცვალა.

გონსალო იგუაინს მოქმედი კონტრაქტი იუვენტუსთან, რომლის ღირსებას 2016 წლიდან იცავს (წინა სეზონი იჯარით მილანსა და ლონდონის ჩელსიში გაატარა), 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მხარეები ახლა მის კიდევ ერთი სეზონით გახანაგრლივებაზე თათბირობენ. 

მიმდინარე სეზონში 31 წლის გონსალომ საკლუბო დონეზე ჩატარებულ ყველა ტურნირის 8 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.

რაც შეეხება პაულო დიბალას, 25 წლის არგენტინელი იუვენტუსში 2015 წლიდან გამოდის. კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმების ორი წლის - 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე გაგრძელებაზე მუშაობენ. 

პაულოს ანგარიშზე 7 შეხვედრაში გატანილი 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

ტურინის იუვენტუსი სერია A-ში გასული 7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობს და ქულით უსწრებს მილანის ინტერს. მე-8 ტურში მაურიციო სარის გუნდი საკუთარ მოედანზე ბოლონიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები