Thumbnail

'ოლიმპიადისთვის ვიბრძოლებ!' - ბექაურმა ოქროს მედალი გარდაცვლილ ბიძას მიუძღვნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა ბექაურმა მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა
  • ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადის საგზურისთვის კონკურენციაში აქტიურად ჩაებმება

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბექაურმა ფინალში უნგრელი გოზ როლანდი იპონით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბექაურმა საქართველოს მე-3 ოქროს მედალი მოუტანა, თვითონ კი ზედიზედ მესამედ იზეიმა მსოფლიოს ჩემპიონობა - ერთხელ ჭაბუკებში და 2-ჯერ ახლგაზრდებში.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ლაშამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს.

ლაშა ბექაური: "ძალიან ბედნიერი ვარ. მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მესამედ გავხდი. მადლობა გულშემატკივრებს, ოჯახს და ჩემს სოფელს. შარშან, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ბიძაჩემი გარდაიცვალა და მინდოდა, რომ ეს მოგება მისთვის მიმეძღვნა. ვფიქრობ, რომ ოლიმპიადისთვის საბრძოლველად მზად ვარ."

ლაშა ბექაური: ოლიმპიადისთვის საბრძოლველად მზად ვარ

ლაშა ბექაური: ოლიმპიადისთვის ვიბრძოლებ, მოგებას გარდაცვლილ ბიძას ვუძღვნი CREDIT Giorgi Chanishvili

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები