Thumbnail

გრიგალაშვილის ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე - ტატომ მურად ფატიევს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში რუს კარაპეტიანთან დამარცხდა
  • მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა დათმო

ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ტატო ნახევარფინალში რუს დავიდ კარაპეტიანთან დამარცხდა და ბრძოლის გაგარძელება ბრინჯაოს მედლისთვის მოუწია.

ტატომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს წუთსა და 48 წამში სძლია. რამდენიმე წუთში, ამავე წონაში მსოფლიოს ჩემპიონობა ვლადიმირ ახლკაცმა მოიპოვა.

სამწუხაროდ, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ფრანგ მორგან ფეროლთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

📺 ვიდეო: ტატო გრიგალაშვილი V მურად ფატიევი

ტატომ აზერბაიჯანელი ფატიევი დაამარცხა და ბრინჯაო მოიგო

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო ტატომ აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები