Thumbnail
  • 📅 20 ოქტომბერი  | ⌚ 19:00 | ⚽ დილა გორი V დინამო ბათუმი
  • 31-ე ტური გორში დამთავრდება, სადაც ლიგის ლიდერი ითამაშებს
  • დინამოს მარცხის შემდეგ ბათუმს წინ გაჭრის შანსი მიეცა

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა, წინ ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპია. საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და სწორედ ამ ტურებმა უნდა გამოავლინოს ჩემპიონის ვინაობა. სატურნირო ცხრილს 62 ქულით დინამო ბათუმი ლიდერობს, მთავარი კონკურენტი კი ამდენივე ქულით დინამო თბილისია, რომელმაც შაბათს თბილისური დერბი დათმო ლოკომოტივთან. ამით დინამო ბათუმს წინ გაჭრის შანსი მიეცა. 

ერთი სიტყვით, ყველაფერი დინამო ბათუმის ხელშია, უახლოეს შეხვედრას კი გია გეგუჩაძის გუნდი გორში, დილასთან გამართავს. მიზანი ერთადერთია: სამი ქულის მოპოვება, რადგან აჭარლებს ფეხის დაცდენის უფლება მაინც არ აქვთ. რაც შეეხება დილას: გუნდი 37 ქულით მე-6 ადგილზეა და ჯერ კიდევ იბრძვის ევროსაგზურის მოსაპოვებლად. თუ საბურთალო დავით ყიფიანის საელობის თასს მოიგებს და დილა ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე აღზევდება, მოიპოვებს კიდეც ევროპალიგის საგზურს. 

დინამო ბათუმი ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ოპტიმალური შემადგელობით ხვდება. მართალია, ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე ტრავმირებულნი არიან, მაგრამ ძირითადი ბირთვი სრულ მზადყოფნაშია. ბათუმელებმა სანაკრებო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენეს და თურქეთში შეკრება გაიარეს. გია გეგუჩაძის გუნდმა ამხანაგური მატჩიც გამართა რიზესპორტთან და ფრედ, 1:1 ითამაშა. ასეთივე ანგარიშით დამთავრდა ბათუმელთა ბოლო მატჩი ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისის წინააღმდეგ.

📺 დინამო ბათუმი 1:1 დინამო თბილისი

რაც უფრო ვუახლოვდებით სეზონის ფინიშს, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა ექსპერიმენტები ტაქტიკა-შემადგენლბაში. გეგუჩაძე 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს, ერთადერთი ცენტრფორვარდი კი კვლავ ლადო დვალიშვილი იქნება. დინამოს კიდევ სამი გამოკვეთილი შემტევი ეყოლება მოედანზე: ფლამარიონ ჯოვინო, გაბრიელ რამოსი და ჯაბა ჯიღაური. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მწვრთნელი თამაშის წინ მიიღებს.

ეროვნული ლიგა დასკვნით ფაზაშია, მთავარი კითხვა კი ისევ ღიაა: რომელი გუნდი გახდება 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი? როგორც ბათუმში ამბობენ, ყველა დარჩენილი მატჩი ფინალია. დილასთან თამაშის შემდეგ, გეგუჩაძის გუნდი ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს, ჩიხურას ესტუმრება, სიონს და რუსთავს მიიღებს, ბოლოს კი თბილისში, ლოკომოტივს დაუპირისპირდება. ცოტა უფრო რთული კალენდარი აქვს დინამო თბილისს, რომელიც 32-ე ტურში საბურთალოს ეთამაშება. 

წაიკითხე'მინდა, კარიერა დინამო ბათუმში დავასრულო' - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ერთადერთი მიზანი: 3 ქულის მოპოვება

გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმი)
“თურქეთში გავიარეთ 3-დღიანი შეკრება, ამხანაგური მატჩიც ჩავატარეთ და მოვემზადეთ კონკრეტულად გორის დილასთან თამაშისთვის. ჩვენი ერთადერთი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გორში თამაში ყოველთვის რთულია და ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. დინამო თბილისთან მატჩი უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ მაშინაც ვამბობდი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მომდევნო შეხვედრები. ვეცდებით, გორში ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივარი გავახაროთ”.

მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
"პაუზის შემდეგ რთულია ძველ რიტმში დაბრუნება, თუმცა შეკრება გავიარეთ, ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენეთ და შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით მზად ვართ გორის დილასთან სათამაშოდ. წინ 6 ფინალია და აქედან ყველაზე რთული მეტოქე სწორედ დილაა. შემდეგ უკვე შედარებით სუსტ გუნდებს ვეთამაშებით და ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. 6-ვე თამაში უნდა მოვიგოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 4 მოგება, 1 ფრე და 0 წაგება აქვს.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 3 გაუშვა.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 9 თამაშია არ წაუგია.

⚽ გორის დილას ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ გორის დილამ ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდენ ერთმანეთს: ერთხელ დინამო ბათუმმა მოიგო, ერთხელ გორის დილამ და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 1:1.

⚽ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილის ლიდერია და ჩემპიონობისთვის იბრძვის.

⚽ გორის დილა სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის.

სავარაუდო შემადგენლობები

დილა (4-2-3-1): ჩოჩიშვილი - იენდეუნტი, მირცხულავა, ჩადუნელი, გიორბელიძე - გაგნიძე, რაზმაძე - ფორტესი, კუცია, პაიმი - გოშთელიანი

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მანჯგალაძე, ტეიდი - რამოსი, ჯოვინო, ჯიღაური - დვალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები