Thumbnail
  • ქურდები რეალის და ატლეტიკოს წევრებს განსაკუთრებით ემტერებოდნენ
  • თომას პარტეის სახლი ერთ კვირაში ორჯერ გაძარცვეს

ესპანეთში ბოლო-ბოლო დააკავეს იმ ბანდის წევრები, რომლებიც თვეების განმავლობაში ძარცვავდნენ ცნობილი ფეხბურთელების სახლებს. სამართალდამცველებმა მადრიდსა და ტოლედოში 4 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ერთი 2007 წლის ძალადობისთვის არის გასამართლებული.

აღნიშნულმა ბანდამ ბოლოს რეალის და ატლეტიკოს ფეხბურთელები კაზემირო, ისკო და ალვარო მორატა გაძარცვა, მანამდე კი, მათ “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის სახლი “მოინახულეს”.

განსაკუთრებით არ გაუმართლა ატლეტიკოს ნახევარმცველ თომას პარტეის, რომელიც 1 კვირის განმავლობაში 2-ჯერ გაქურდეს.

ცნობილია, რომ ესპანეთში ფეხბურთელთა ქონებას განსაკუთრებით ემტერებიან. ჩამოთვლილთა გარდა, მძარცველთა მსხვერპლი კიდევ არაერთი მოთამაშე გამხდარა: ჟორდი ალბა, კევინ-პრინს ბოატენგი, გაბრიელ პაულისტა, ლუკას ვასკესი, ეზეკიელ გარაი, ხოაკინი, რაფაელ ვარანი, ვილიამ კარვალიო...

კომენტარები

ბოლო ამბები