Thumbnail

‘ვინ არის ეს ტიპი?’ - რიბერის FIFA 20-ში საკუთარი თავი არ მოეწონა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერის კრიტიკული პოსტი EA Sports-ის შესახებ
  • FIFA 20-ში ფრანგი ფეხბურთელი საკუთარ თავს არ ჰგავს

ფრანკ რიბერიმ მიუნხენის ბაიერნში 12 წარმატებული წელი გაატარა, ახლა კი იტალიურ ფიორენტინაში გადავიდა და უკვე ფლორენციელი ტიფოზების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია.

36 წლის ფრანგმა გარემარბმა ‘ტვიტერზე’ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც EA Sports-ს აკრიტიკებს. რიბერიმ ახლახან, შვილებთან ერთად, FIFA 20 ითამაშა და აღმოაჩინა, რომ თამაშში საკუთარ თავს საერთოდ არ ჰგავს.

“შვილებთან ერთად FIFA 20 ვითამაშე. ჰეი, EA Sports FIFA, ვინ არის ეს ტიპი?” - დაწერა რიბერიმ პოსტში, რომელსაც თამაშიდან ფოტოც დაურთო.

ფრანგი ფეხბურთელის გაკვირვება ლოგიკურია, რადგან ახალი FIFA-ს რიბერი და ნამდვილი რიბერი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან - არც ვარცხნილობით და არც სახით. ერთადერთი, რაც მიგახვედრებთ, რომ თამაშში რიბერია, ეს არის ფიორენტინას ფორმა და ნომერი 7.

👀😂

When Ribery saw FIFA 20 Ribery 👀😂

Posted by Bleacher Report Football on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2019

ფრანკ რიბერი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც EA Sports გააკრიტიკა. ცოტა ხნის წინ, ლონდონის არსენალის ვარსკვლავი პიერ-ემერიკ ობამეგიანგიც უკმაყოფილო იყო იმ შესაძლებლობებით, რაც მას FIFA 20-ში მიანიჭეს.

დორტმუნდის ბორუსიას 19 წლის გარემარბმა ჯეიდონ სანჩომ კი EA Sports იმის გამო გააკრიტიკა, რომ მას პასებში 99-დან მხოლოდ 77 ქულა უწერია. თუმცა, სანჩოს თამაშში საკუთარი გარეგნობაც არ მოეწონა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები