Thumbnail

სანქციები აიაქსს - უეფამ ამსტერდამული კლუბი ფანების ქცევის გამო დასაჯა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აიაქსი ვალენსიასთან შეხვედრის დროს მისი ქომაგების ქცევის გამო დაისაჯა
  • კლუბი ჩემპიონთა ლიგის მატჩს სტუმრად ჩელსისთან ფანების გარეშე ჩაატარებს
  • ამსტერდამულ კლუბს ფინანსური სანქციაც დაეკისრა

უეფას სადისციპლინო კომიტიტემა ამსტერდამის აიაქსი სანქციებით დასაჯა. ჰოლანდიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგაში მომავალ გასვლით მატჩში თავისი გულშემატკივრებისთვის ბილეთების მიყიდვის უფლება არ ექნება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.

უეფამ აიაქსთან მიმართებაში სანქციების მიღება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ვალენსიასთან მეორე ტურის მატჩის გამო გადაწყვიტა, რომელიც ესპანეთში 2 ოქტომბერს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. 

ამსტერდამელმა ფანებმა მესტალიას ზიანი მიაყენეს

ორგანიზაციამ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს ბრალი, "მესტალიას" ტრიბუნებზე მოწყობილ მასობრივ არეულობებში დასდო. უეფამ ასევე გაითვალისწინა აიაქსის ფეხბურთელების მიერ მოედანზე ნაჩვენები განსაკუთრებულად უხეში თამაში, რის შედეგადაც მათ 6 ყვითელი ბარათი მიიღეს.

ამრიგად, ამსტერდამელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრას ლონდონის ჩელსისთან, რომელიც 5 ნოემბერს ჩატარდება. ამასთან, აიაქსს დაეკისრა პირობით სასჯელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ევროთასების ერთ გასვლით მატჩზე ბილეთების გაყიდვაზე შეზღუდვას ითვალისწინებს.

უეფამ აიაქსი 68 ათასი ევროთიც დააჯარიმა და დააკისრა ვალენსიასთან იმ ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხება, რომელიც მისმა ფანებმა ესპანურ კლუბს მიაყენეს.

აიაქსისთვის ეს ამ ტიპის პირველი სასჯელი არაა. კლუბს ევროთასების გასვლით მატჩში გულშემატკივრებისთვის ბილეთების მიყიდვა ადრეც აუკრძალეს და მაშინ მიზეზი 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგაში ბენფიკასთან შეხვედრა გახდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები