Thumbnail

ქართული გუნდები ევროპის ლიგაში – პირველი მეტოქე მოსკოვის დინამოა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'საქართველო 2005' რიგაში დაგეგმილ ტურნირში დღეს ჩაებმება
  • ირაკლი ტომარაძის გუნდი პირველ წრეში ხუთ მატჩს ჩაატარებს

ევროპის ახალგაზრდული ლიგა ახალ სეზონს იწყებს, რომელშიც წინა წლების მსგავსად, პერსპექტიული ქართველი კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სპეციალური პროგრამა გრძელდება და კარსმომდგარ ევროსეზონში ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატების გამორჩეული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ქართული გუნდები 2005 და 2006 წელს დაბადებულთა ევროპის ლიგაში იასპარეზებენ.

დღეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში სტარტს აიღებს 15-წლამდელთა ევროპის ლიგის გათამაშება, სადაც “საქართველო 2005” პირველი წრის ხუთ მატჩს გამართავს.

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი შეხვედრაში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება, ქართველი კალათბურთელების სრული განრიგი კი ასე გამოიყურება:

18 ოქტომბერი, საქართველო 2005 v დინამო (რუსეთი)
18 ოქტომბერი, ზენიტი (რუსეთი) v საქართველო 2005
19 ოქტომბერი, საქართველო 2005 v ოლიმპიეცი (რუსეთი)
19 ოქტომბერი, ცსკა (რუსეთი) v საქართველო 2005
20 ოქტომბერი, საქართველო 2005 v კომოროვი (პოლონეთი)

“საქართველო” 2005 რიგაში ამ შემადგენლობით იყოფება: სანდრო ფირცხალავა, ლუკა ბარაბაძე, გიგი ასტამაძე, დაჩი დაშნიანი, ილია ჭავჭანიძე, ლუკა ალავიძე, ბადრი გელაშვილი, თენგო გოგიშვილი, ლუკა ლომთაძე, გიორგი ბერუაშვილი, ანრი ბელთაძე, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი.

მწვრთნელები აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება.

კომენტარები

ბოლო ამბები