Thumbnail
  • სანჩესმა ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი თვე ფეხბურთს ვერ ითამაშებს
  • მილანის ინტერის ხელმძღვანელები ჩილელის შემცვლელს ეძებენ

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა უიღბლო გამოდგა მილანის ინტერისთვის. ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას ალექსის სანჩესმა ტრავმა მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუხდა, სარეაბილიტაციო პერიოდი კი მინიმუმ სამ თვეს წაიღებს. ერთი სიტყვით, სანჩესი წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს და თუ მის ტრავმებისადმი მიდრეკილებას გავითვალისწინებთ, როდის ითამაშებს და რა დონეზე, რთული სათქმელია.

გამომდინარე აქედან, ინტერი ახალი თავდამსხმელის შეძენით დაინტერესდა, ტრანსფერი კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა მოხდეს. თუ Il Giornale-ს დავუჯერებთ, ანტონიო კონტეს ძალისმიერი, კლასიკური ცენტრფორვარდის გადაბირება სურს, რომელიც რომელუ ლუკაკუსთან იქნება კონკურენციაში. კონტეს ორი რჩეული ჰყავს: ოლივიე ჟირუ (ჩელსი) და არტიომ ძიუბა (ზენიტი). იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები