Thumbnail

კანარელთა ფავორიტი - გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის I ტურის სიმბოლურში მოხვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩემპიონთა ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები
  • შერმადინის მქკ ლიგაში მესამე შედეგია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის I ტურის სიმბოლურ ნაკრებში ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი მოხვდა. მან რუსულ ნიჟნი ნოვგოროდთან 81:67 მოგებულ მატჩში 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი გააკეთა და მატჩის MVP-ც გახდა.

შერმადინთან ერთად პირველი ტურის სიმბოლურში ტრევის სიმპსონი (ვეხტა), კიტ ლენგფორდი (აეკ), დეივიდას კაილიუსი (კლაიპედა) და დიშონ პიერი (დინამო სასარი) მოხვდნენ.

"შერმადინის ერთ-ერთი ჩატენვისას "სანტიაგო მარტინ არენამ" "იფეთქა": "MVP, MVP", - გაიხაძოდნენ იბეროსტარის ფანები. უკვე ცხადია, რომ ესპანური კუნძულის ფანების ფავორიტი ქართველი ცენტრი გახდა. თუ ასე გააგრძელა, შერმადინი ძალიან დაეხმარება გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სეზონის ჩასატარებლად. მას ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 24 ქულა (14-დან 9 ზუსტი), 9 მოხსნა, 3 პასი, 1-1 ბლოკი და ჩაჭრა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო", - წერს ოფიციალური საიტი.

სხვათა შორის, შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი (29) ტურში მესამე შედეგი იყო პიერსა (35) და ლენგფორდის (30) შემდეგ. 

II ტურში შერმადინის ტენერიფე სტუმრად მორნარ ბარს (მონტენეგრო) ეთამაშება. ეს მატჩი 22 ოქტომბერს გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები