Thumbnail
  • 8 Points, 9 Seconds-მა გოგა ბითაძის თამაშის ანალიზი შემოგვთავაზა
  • ბევრი ქება და ცოტა კრიტიკაც ქართველ ცენტრს

8 Points, 9 Seconds-მა ინდიანა პეისერსის ახალბედა გოგა ბითაძის დებიუტი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გოგამ მინესოტასთან წაგებულ წინასასეზონო მატჩში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოუტანა პეისერსს. 14 ქულით ის ინდიანას ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა. მან მწვრთნელისა და გუნდელების შექებაც დაიმსახურა

"დრაფტის მე-18 ნომრად არჩეულმა 20 წლის გოგა ბითაძემ მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ ნიჭიერების ნიშნები და დიდი პოტენციალი გამოავლინა. 

24 წუთში წუთში ბითაძემ დაამტკიცა, რომ კევინ პრიტჩარდის სკაუტები მართლები არიან, როცა ამ ცენტრს დიდ პოტენციალს ამჩნევდნენ. 

მან თამაშიდან 67%-იანი (9-დან 6) ისროლა ბურთი. ასეთივე იყო მისი სროლის პროცენტული მაჩვენებელი სამქულიანი ზონიდან (3-დან 2). 

ბითაძის მონდომებამ შეტევაში მას 14 ქულა მოუტანა NBA-ს დებიუტში. არც ისე ცუდია "მაღლისთვის", რომელსაც არ ჰქონია მოსამზადებლად დრო. 

გამოცემამ გოგას თამაში B+ -ით შეაფასა

მან ასევე იყოჩაღა ფარზე - 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება, მინესოტას სასტარტო ხუთეული კალათბურთელების წინააღმდეგ - ეს ფანტასტიკური სტატისტიკაა ახალბედასთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ მან დაცვაშიც იყოჩაღა და წინაც, დებიუტს კრიტიკის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. იმის გამო, რომ ცოტას ნერვიულობდა, 4 ფოლი მიიღო. თამაშის სისწრაფეები, თითქოს, ბითაძეს ეწეოდნენ - მაგრამ ასეთია ახალბედების ბუნება. თუმცა დროსთან ერთად ამ პრობლემას ეშველება. 

გოგა ბითაძის დებიუტი

გოგა ბითაძის დებიუტი

გოგა ბითაძის დებიუტი

გოგა ბითაძის დებიუტი

გოგა ბითაძის დებიუტი

გოგა ბითაძის დებიუტი

ასევე, მან გუნდში ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ დაკარგა ბურთი. ზოგისთვის, ეს შემაშფოთებელია, მაგრამ გავითვალისწინოთ ეს იყო ახალბედა მოთამაშის დებიუტი ასოციაციაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრის, კარლ-ენტონი თაუნსის წინააღმდეგ. 

საერთო ჯამში, ბითაძეს ძლიერი და დამაიმედებელი დებიუტი ჰქონდა. ახლა ფანებმა უკვე იციან, როგორ თამაშს ელოდონ გოგასგან, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენს ითამაშებს იგი რეალურ მატჩებში". 

საბოლოოდ, გამოცემამ გოგას თამაში B+ -ით შეაფასა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები