Thumbnail
  • პორტუგალიელებმა ქართველთა დასახვედრად სტად ფრანსეს სტადიონი შეარჩიეს
  • აღნიშნული მატჩი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი პორტუგალიას და საქართველოს შორის, დიდი ალბათობით, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად ფრანგულმა წყაროებმა გაავრცელეს, შემდეგ კი, პორტუგალიის რაგბის კავშირმაც დაადასტურა.

როგორც ირკვევა, პირენეელებს ბორჯღალოსანთა დასახვედრად სტად ჟან-ბუი აქვთ შერჩეული, სადაც საშინაო მატჩებს სტად ფრანსე ატარებს.

Notícia no Midi Olympique sobre o jogo Portugal - Geórgia em Paris, no dia 7 de Março às 15h 🇵🇹🇬🇪💪🏼💪🏼 Mais informações sobre a venda de bilhetes a partir de Novembro. Fique atento às novidades 😀

Posted by Federação Portuguesa de Rugby (Página Oficial) on ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2019

სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს და პორტუგალიელებს იმედი აქვთ, რომ შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში, მის ნახევრამდე გასვებას მაინც მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება სტარტს 1 თებერვალს აიღებს და ამ დღეს, საქართველოს ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს, პორტუგალიელებთან საგარეო შეხვედრა კი 7 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები