Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბერძნულ პერისტერისაც ავარჯიშებს
  • ილიას ზუროსის გუნდი თვის ბოლოს გიორგი შერმადინის ტენერიფეს გაეჯიბრება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მიმდინარე სეზონში საკლუბო საქმიანობასაც დაუბრუნდა და სამშობლოში პერისტერის ავარჯიშებს.

ბერძენი სპეციალისტის გუნდი გარკვეული პაუზის შემდეგ ევროტურნირშიც ჩაერთო და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

ილიას ზუროსის პერისტერიმ თურქეთში იმარჯვა

გუშინ პერისტერელები თურქულ გაზიანთეფს ესტუმრნენ და მართალია, საწყისი მეოთხედის შემდეგ 12:25-ს აგებდნენ, საბოლოოდ, 70:64 იმარჯვეს.

ცნობისთვის, პერისტერი იმავე ჯგუფში თამაშობს, სადაც – გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ესპანურმა გუნდმა პირველ ტურში რუსულ ნიჟნი ნოვგოროდს 81:67 სძლია, შეხვედრის გმირი კი ქართველი ცენტრი გახდა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა.

ილიას ზუროსი და გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებში

საინტერესოა, რომ ტურნირის დაწყების წინ, C ჯგუფში გამწესებული გუნდების მწვრთნელებს მეტოქე გუნდებიდან ყველაზე სახიფათო კალათბურთელების დასახელება სთხოვეს, ზუროსმა კი პირველ ადგილზე სწორედ შერმადინი დააყენა.

ვთქვათ ისიც, რომ 29 ოქტომბერს პერისტერი გასვლითი მატჩის ჩასატარებლად ტენერიფეს ესტუმრება და ზუროსს საქართველოს ნაკრებში მისი შეგირდის ნახვის საშუალება ექნება.

საბერძნეთის ჩემპიონატში პერისტერის სამივე მატჩი მოგებული აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები