Thumbnail

4 მედალი ყატარიდან - მოჭიდავე ხუციშვილი ქვიშის თამაშების ჩემპიონია

  • ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველ თამაშებზე 4 მედალი აიღო
  • ხუციშვილის ოქრო და კორძაიას ბრინჯაო ყატარი 2019-დან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე საჭიდაო დღესაც 2 მედალი მოიპოვა. ლევან ქელეხსაშვილის ჩემპიონობისა და დავით მარსაგიშვილის ვერცხლის მედლის შემდეგ, დავით ხუციშვილმა ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო მამუკა კორძაია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დავით ხუციშვილმა (80კგ) ფინალამდე ჩილელ, რუმინელ და ესპანელ მეტოქეებს ერთნაირი ანგარიშით 3:0 სძლია, რის შემდეგაც აზერბაიჯანელი იბრაჰიმ იუსუბოვთან ბოლო ქულის წესით მოახერხა გამარჯვება და ჯგუფიდან გავიდა.

ხუციშვილმა ნახევარფინალში თურქი უნალი 3:0 დაამარცხა და ფინალში ისევ იბრაჰიმ იუსუბოვს შეხვდა, რომელსაც ამჯერად 5:1 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.

მამუკა კორძაიამ (+90კგ) ჯგუფში სამივე ბრძოლა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ნახევარფინალში თურქ ილმაზთან 0:1 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ოიან ნაზარიანთან ფრედ დაასრულა შეხვედრა, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით მესამე ადგილი ქართველ ფალავანს დარჩა.

🇬🇪️🥉მამუკა კორძაია მსოფლიო ქვიშის თამაშებზე +90 კგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. კორძაიამ პირველ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები