Thumbnail

პოლიციელისა და მებაჟის ისტორიული გოლები და 786-ე წუთზე შეწყვეტილი სერია  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რას წერს გიბრალტარული გაზეთი
  • გიბრალტარისა და საქართველოს ნაკრებრთა მატჩის საინტერესო ფაქტები

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს, მოულოდნელად, ძალიან გაუჭირდა ევრო 2020-ის D შესარჩევი ჯგუფის აშკარა აუტსაიდერის, გიბრალტარის ნაკრების დამარცხება - ევროპულმა საფეხბურთო ჯუჯამ საქართველოს ნაკრებს 0:2 მეორე ტაიმის 8-წუთიან მონაკვეთში შემოუტრიალა და რომ არა, გიორგი ქვილითაიას გოლი ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორიაში მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერებოდა. 

გიბრალტარის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში პირველად გაიტანა

ბუნებრივია, ეს თამაში არ იყო გადამწყვეტი და მას არ გამოუწვევია ევროპულ მედიაში არანაირი გამოხმაურება, თუმცა Gibraltar Chronicle კი დანანებით წერს: "გიბრალტარს არ გაუმართლდა, როცა მატჩის შემოტრიალების შემდეგ მაინც წააგო". 

"მეორე ტაიმში გიბრალტარის ნაკრებმა ძლიერად ითამაშა და თამაშიც კინაღამ შემოატრიალა. ლი კაშაროსა და როი ჩიპოლინას გოლებით ნაკრებმა გაათანაბრა. თუმცა საქართველოს ნაკრებმა გვიანი გოლით მაინც მოახერხა სამი ქულის მოპოვება. ის, რომ საქართველოს ნაკრებს გაუმართლდა, მოგვიანეით მათმა თავკაცმაც აღიარა", - წერს ბრიტანული ტერიტორიის ყველაზე პოპულარული გაზეთი.

სხვათა შორის, პირველი გოლის ავტორი კაპიტანი ლი კაშარო პროფესიით პოლიციელია, ხოლო მეორის, როი ჩიპოლინა - მებაჟე. რა თქმა უნდა, გიბრალტარის ნაკრებში მოყვარული ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც პარალელურად სხვა პოზიციაზე მუშაობენ...

ქვემოთ რუბრიკით "საინტერესო ფაქტები" რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, თუმცა მათი დიდი ნაწილი საინტერესოზე მეტად სამარცხვინო  უფროა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.  

საინტერესო ფაქტები

⚽ გიბრალტარის ნაკრებმა ზედიზედ მე-10 მატჩი წააგო

⚽ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გიბრალტარმა ისტორიაში პირველად გაიტანა.

⚽ გიბრალტარის უგოლო სერია მე-9 მატჩში კაშაროს გოლით შეწყდა.

⚽ ლორიას კარში პირველი გოლის გატანამდე გიბრალტარს 786 წუთი არ გაეტანა.

⚽ საქართველომდე გიბრალტარმა ბოლოს სომხეთს გაუტანა, შინ 2:6 წაგებულ შეხვედრაში.

⚽ აქამდე გიბრალტარის ნაკრებს ერთ ტაიმში ორი გოლი მხოლოდ ლიხტენშტაინთან ჰქონდა გატანილი (ერთა თასი).

⚽ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში გიბრალტარს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

⚽ შესარჩევ მატჩებში გიბრალტარმა მეორედ წააგო მხოლოდ 1-ბურთიანი სხვაობით. 

⚽ საქართველოს ნაკრებმა 2-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა - როგორც გატანილი ისე გაშვებული გოლების.

⚽ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის სექტემბრის შემდეგ მხოლოდ 3 თამაში მოიგო - სამივე გიბრალტარის ნაკრებთან. 

⚽ მას მერე, რაც 2011 წელს ლევან კობიაშვილის გოლით საქართველომ ხორვატია დაამარცხა, ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მხოლოდ 5 მატჩი მოიგო, აქედან 4 გიბრალტართან. 

⚽ შესარჩევ მატჩებში გიბრალტარს ყველაზე მეტი გოლი საქართველოს ნაკრების კარში აქვს გატანილი - 2. 

კომენტარები

ბოლო ამბები