Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 15 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 13 ოქტომბრის გადაცემაში, გიორგი ჭინჭარაულის ბილეთმა მოიგო, რომელიც 4 პოზიციისგან შედგებოდა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,9 იყო. გიორგიმ უნგრეთი-აზერბაიჯანის მატჩში სტუმართა 11,5-ზე მეტი ჯარიმა, პოლონეთი-ჩრ. მაკედონიის შეხვედრაში 26.5-ზე მეტი ჯარიმა, ბელარუსი-ჰოლანდიის მატჩში მეტი გოლი და უელსი-ხორვატიის თამაშში 4.5-ზე მეტი ბარათები გამოიცნო.

დღეს, გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,0 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 2,75, გრანადას 1,5-ზე მეტ გოლს აქვს ოსასუნასთან.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ირლანდია კი არის კერკეტი კაკალი, მაგრამ მძიმე დღეშია. შვეიცარია ისეთ კარგ ფეხბურთს თამაშობს, დანიასთანაც მოსაგები მატჩი ჰქონდა. ვფიქრობ, შვეიცარიას აუცილებლად სჭირდება ეს მოგება, მხოლოდ ერთი გოლით არ შემოიფარგლება და ამიტომ მის ჰანდიკაპით მოგებას დავწერ.

უფრო მგონია, რომ გრანადა ოსასუნას ორ გოლს გაუტანს, ვიდრე ის, რომ - ვერ მოიგებს. 

ლევერკუზენი ცუდად თამაშობს ლიგაზე, ბუნდესლიგაში კი გასვლით თამაშებში სამ გოლზე ნაკლები არ გაუტანია, რაც დაიწყო. თასზეც სამი თუ ოთხი გაიტანა. ვფიქრობ, აინტრახტთან სტუმრად რომც წააგოს, ორ გოლს მაინც გაიტანს. თან, აინტრახტი შარშან უფრო ძლიერი იყო, ლევერკუზენი კი ღია და ლაღ ფეხბურთს ითამაშებს.    

დღეს გადაცემის სტუმარი "იმედის ფსონის" მაგისტრი მიშა-ჩოგბურთი იყო, რომელმაც 6 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 14,1 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 15,6-ია. ბილეთში სხვასთან ერთად, საქართველოს ნაკრების 1,5-ზე მეტი გოლით მოგებაც წერია გიბრალტართან.

კომენტარები

ბოლო ამბები