Thumbnail
  • გიბრალტარის ნაკრების თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
  • რიბასს მიაჩნია, რომ გიბრალტარი პროგრესირებს

დღეს თბილისის დროით 22:45-ზე საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის D შესარჩევ ჯგუფში მორიგ მატჩს გამართავს - "ვიქტორია სტედიუმზე" გიბრალტარს ესტუმრება. მასპინძელთა თავკაცმა ხულიო რიბასმა Gibraltar Chronicle-თან ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

ხულიო რიბასი (გიბრალტარის მწვრთნელი): "არ ვნერვიულობ იმის გამო, რომ ბოლო 7 მატჩია, გუნდს გოლი არ გაუტანია. სანამ მე დავინიშნებოდი, ნაკრებს 4 წელიწადში მხოლოდ 9 გოლი ჰქონდა გატანილი, ჩემი მოსვლიდან 1 წელიწადში კი 5 გოლი გავიტანეთ.

🗒 მეტი ამ თემაზე

სტატისტიკა არ იტყუება, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რა იყო ახლო წარსულში. დიას, გოლი არ გაგვიტანია ბოლო მატჩებში, მაგრამ ყოველ ასპექტში ვაუმჯობესებთ თამაშს. კოსოვოსთან მატჩი ისე ვითამაშეთ, თითქოს, ამხანაგური კი არა ფინალი ყოფილიყოს. ამიტომ, შედეგით კმაყოფილი არ ვარ.

თუმცა კოსოვოსთან მატჩი კარგი გამოცდილება იყო, 6 მოთამაშე შევცვალეთ და ნაკრების მოთამაშეთა ბაზა გავამდიდრეთ. ახალი ფეხბურთელები საქმეში გამოვცადეთ. 

სატურნირო მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევთ, ვთამაშობთ, ყოველ მატჩს, როგორც ფინალს. ჩვენთვის მთავარი განვითარებაა, გიბრალტარის ნაკრებისთვის ცხრილი არ არსებობს. 

სამშაბათს ჩემი ფეხბურთელები მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე იფიქრებენ და სხვა არაფერზე. არ მიმაჩნია, რომ საქართველო უფრო სუსტია, ვიდრე ის გუნდები, რომელთაც ჯგუფში შევხვდით. ეს ამ გუნდმა ბოლოს მიღწეული შედეგებითაც დაამტკიცა. ის, რომ მეტოქე ირლანდიაზე და დანიაზე ქვემოთაა ცხრილში გარემოებითია და მათ ნაკლებ სიძლიერეს არ ადასტურებს. 

გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რომელთაც მატჩის მოახლოებისას გამოვაცხადებთ. მიღწეული პროგრესით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მეტი გვსურს".

კომენტარები

ბოლო ამბები