Thumbnail

გიგა ჭიკაძე: ჩემი მიზანია, გავხდე ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში
  • ჭიკაძის ახალი მიზანი: UFC-ს ქამრის მოპოვება და ჩემპიონობა

გიგა ჭიკაძეს UFC-ში წარმატებული დებიუტი ჰქონდა. ქართველმა მებრძოლმა კოპენჰაგენში ბრენდონ დევისი დაამარცხა. ამ ბრძოლის შემდეგ, იყო მცირე გაუგებრობა: თავიდან მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ქულებით გამარჯვება გიგამ მოიპოვა და ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გიგა ჭიკაძემ popsport.com-ის კითხვებს უპასუხა... 

popsport: გაიხსენე ბრენდონ დევისთან ორთაბრძოლა. გამართლდა თუ არა შენი მოლოდინი და ზოგადად, როგორი ემოციები დაგიტოვა UFC-მ?

ჭიკაძე: პირველი ბრძოლის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მოსამზადებლად დიდი დრო არ მქონდა. მხოლოდ ორი კვირით ადრე გავიგე, რომ უნდა მებრძოლა. ორ კვირაში 15 კილო დავიკელი. რთული იყო, მაგრამ როცა ასეთი შანსია, უნდა გამოიყენო. UFC-ს აქამდეც კარგად ვიცნობდი, რადგან ჩემი კლუბიდან არაერთ სპორტსმენს გავყოლილვარ მწვრთნელად, დამხმარედ და შესაბამისად, ვიცნობ ამ ორგანიზაციის მენჯმენტს. ისინიც კარგად მიცნობენ და მელოდებოდნენ უკვე მებრძოლის რანგში. 

popsport: თავიდან ფრე დაფიქსირდა და შემდეგ მოგაკუთვნეს გამარჯვება. რა იყო ამის მიზეზი?

ჭიკაძე: მარტივი მათემატიკური საკითხი იყო. ერთ-ერთმა მსაჯმა სამი რაუნდის ქულები არასწორად დააჯამა და შედეგად, მცდარი შედეგი გამოცხადდა. 10+10+9 რომ ჯამში არის 29 და არა 28, სულ ეს იყო ამ გაუგებრობის მიზეზი. სწორედ ამიტომ, გამარჯვება ოქტაგონზე ვერ აღვნიშნე, თუმცა მალევე გაირკვა სიმართლე, ბოდიში მომიხადეს და მეც ცოტა დაგვიანებით ვიზეიმე წარმატება. 

გიგა ჭიკაძე ბრენდონ დევისის წინააღმდეგ

popsport: რა გამოხმაურება მოჰყვა შენ პირველ გამარჯვებას UFC-ში?

ჭიკაძე: პირველ რიგში, შეწუხებულები იყვნენ შეცდომის გამო, რამაც არ მომცა საშუალება გამარჯვება ოქტაგონზე მეზეიმა. ისე კი, როგორც აღვნიშნე, კარგად მიცნობდნენ და ელოდებოდნენ ჩემ დებიუტს ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ბრძოლებში. 

popsport: როდის იგეგმება შემდეგი ბრძოლა და თუ არის მეტოქე შერჩეული?

ჭიკაძე: ჯერ არ გადაწყვეტილა თუ როდის ჩატარდება ბრძოლა და ვის დავუპირისპირდები. რამდენიმე სახის ტრავმა მაქვს და სარეაბილიტაციო პროცესს გავდივარ. ამასობაში, რამდენიმე მებრძოლმა გამოთქვა ჩემთან შეხვედრის სურვილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. უახლოეს მომავალში გაირკვევა ეს საკითხი.

popsport: რა არის შენი მიზანი UFC-ში და ზოგადად, სპორტულ კარიერაში?

ჭიკაძე: UFC-ში ნებისმიერი სპორტსმენის მიზანი ქამრის მოპოვება და ჩემპიონობაა. გამონაკლისი არც მე ვარ. გარდა ამისა, მინდა ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინო და გავაცნო მსოფლიოს. მინდა ვანახო ყველას, რა შეუძლია ქართველ კაცს და რამდენად ძლიერები ვართ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი კულტურა და ისტორია მთელ მსოფლიოს. ვარ რამდენიმე-გზის მსოფლიოს ჩემპიონი კარატეში, კიკგბოქსინგში, ერთ-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯიუჯიცუში და თუ UFC-შიც გავხდები ჩემპიონი, ვიქნები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. სწორედ ეს არის ჩემი კარიერული მიზანი.

popsport: სად შეხვდი მაიკ ტაისონს და როგორი შთაბეჭდილება დატოვა შენზე?

ჭიკაძე: MMA-ში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა დომინანს მენეჯმენტი, რომლის წევრიც ვარ და სწორედ ამ ორგანიზაციას ჰქონდა შეხვედრა მაიკ ტაისონთან. მას ადრეც შევხვედრილვარ, როდესაც დარბაზში გვესტუმრა. მაშინაც და ამჯერადაც ჩემი ბრძოლა განვიხილეთ. მომილოცა სადებიუტო გამარჯვება UFC-ში. 

popsport: სოციალურ ქსელში იკითხე, უნდოდა თუ არა ვინმეს ტაისონის ნახვა საქართველოში. ეს ხუმრობა იყო, თუ არის ამის შესაძლებლობა?

ჭიკაძე: შემიძლია ვთქვა, რომ ის დაინტერესებულია საქართველოში ჩამოსვლით. ახსოვს ჩვენ მეზობლად, ჩეჩნეთში სტუმრიბა, სადაც კადირივმა უმასპინძლა. თუ იქნება საქართველოდან ინტერესი, აუცილებლად ჩამოვა. ამის დიდი სურვილი მაქვს. ასე რომ, ჩემი პოსტი ხუმრობა არ ყოფილა. მართლა მინდა ტაისონის ჩამოყვანა, მაქვს მისი თანხმობა და ვიმუშავებ ამ თემაზე. საჭიროა მხარდაჭერა, სპონსორების მოძიება და შემდეგ, თარიღის შეთანხმება. 

ვის უნდა Mike Tyson-ის ნახვა საქართველოში?!🇬🇪

Posted by GIGA CHIKADZE on სამშაბათი, 08 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები