Thumbnail

ქელეხსაშვილი ჭიდაობაში ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველ თამაშებზე 2 მედალი აიღო
  • ქელეხსაშვილის ოქრო და მარსაგიშვილის ვერცხლი ყატარი 2019-დან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საჭიდაო დღეს 2 მედალი მოიპოვა.

ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი სპორტსმენით იასპარეზა და კვარცხლბეკზე ორივე მათგანი ავიდა. ყატარი 2019-ის გამარჯვებული ლევან ქელეხსაშვილი გახდა.მან 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. ლევანმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანა ილიასლი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ დათო მარსაგიშვილს. ის ფინალში პაკისტანელ მუჰამედ ინამთან დამარცხდა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია. 15 ოქტომბერს საქართველოს ღირსებას კვლავ მოჭიდავეები: დავით ხუციშვილი და მამუკა კორძაია დაიცავენ.

ლევან ქელეხსაშვილი მსოფლიო ქვიშის პირველი თამაშების პირველი ქართველი ჩემპიონია 🥇🏆🇬🇪💪🆒☝ კატარის დედაქალაქ დოჰაში...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები