Thumbnail
  • ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ ქაფის სამი მატჩის მთავარი მსაჯი იქნება
  • ამაშუკელს პირველ ორ შეხვედრაში ქართველი მსაჯები დაეხმარებიან 

ევროპული რაგბის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირი, ჩელენჯ ქაფი ნოემბერში დაიწყება და ტურნირის ორგანიზატორებმა შეხვედრებზე მსაჯები უკვე დანიშნეს. სასიხარულოა, რომ ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც პირველ ორ დაპირისპირებაში კიდეებიდან საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი უელსელი შონ ბრიქელი იქნება.

მატჩები, რომლებსაც ქართველები იმსაჯებენ

16 ნოემბერი: ლესთერ თაიგერსი V პო

23 ნოემბერი: უოსპსი V აჟენი  
უოსპსში თამაშობს ზურაბ ჟვანია, აჟენში ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი თეთრაშვილი

6 დეკემბერი: ენისეი V კასტრი

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაეხმარება ნიკა ამაშუკელს ენისეისა და კასტრის დაპირისპირებაში. შარშან, ქართველი მსაჯები ძირითად კონტინენტის ფარის მატჩებზე მუშაობდნენ. ჩელენჯ ქაფის მოქმედი გამარჯვებული კლერმონია, რომელსაც ეს ტიტული 3-ჯერ აქვს მოგებული. ფრანგული კლუბის რიგებში დავით ზირაქაშვილი, ბექა კაკაბაძე და ვიტო კოლელიშვილი ირიცხებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები