Thumbnail

ასე ვარჯიშობს ნურმაგომედოვი - ცურვა მდინარის საწინააღმდეგოდ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ხაბიბ ნურმაგომედოვის ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა
  • ხაბიბი დაღესტანში ვარჯიშობს და მორიგი ბრძოლისთვის ემზადება

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ვარჯიშის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და უამრავმა მომხმარებელმა მოიწონა. ხაბიბი, რომელსაც 28 ჩატარებული ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, დაღესტანშია და მორიგი ბრძოლისთვის ემზადება.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ნურმაგომედოვი მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვას - ხაბიბი მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ნურმაგომედოვს მორიგი დაპირისპირება ტონი ფერგიუსონთან უწევს, რომელმაც მას სველი პირსახოცი უწოდა.

წაიკითხე | შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

''ის ნებისმიერ მეტოქესთან დომინანტი იქნება. ხაბიბი ყინულივით ცივი მდინარის საპირისპიროდ ცურავს - მასთან ყველას გაუჭირდება.'' - წერენ ქომაგები სოციალურ ქსელში.

ხაბიბმა ბოლოს დასტინ პორიეს აჯობა და მასზე 25-ჯერ მეტი ჰონორარი მიიღო.  როგორც ნურმაგომედოვი აცხადებს, ის კიდევ ორ ბრძოლას გამართავს და, დიდი ალბათობით, კარიერასაც დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები