Thumbnail
  • ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს ახალგაზრდებს შორის მაროკო მასპინძლობს
  • საქართველოს ნაკრები ტურნირზე 12 ძიუდოისტით მიემგზავრება

მაროკოს ქალაქ მარაკეშში 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებს 12 ძიუდოისტი წარადგენს.

60 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი გოგონა იასპარეზებს. შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯაბა პაპინაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიგეს, ხოლო ლაშა ბექაურმა და გელა ზაალიშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-66 კგ - გიორგი თუთაშვილი, ლუკა კაპანაძე
-81 კგ - ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ - ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური
-100 კგ - ილია სულამანიძე
+100 კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სალომე მაყიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები