Thumbnail
  • 📅 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო | 📺 პირველი არხი
  • ვლადიმირ ვაისმა და ვაკო ყაზაიშვილმა გიბრალტართან მატჩზე ისაუბრეს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გიბრალტარში იმყოფება და ხვალ დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ქართველები უსუსტეს მეტოქეს ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის ეგიდით დაუპირისპირდებიან, თამაში კი, 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა მცირე კომენტარები გააკეთეს.

ნაკრების ვარჯიში გიბრალტარში
GFF.GE

ვლადიმირ ვაისი: “ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, გარკვეული დრო დასვენებას დაუთმეთ, ახლა კი, ხვალინდელი არცთუ იოლი მატჩისთვის ვემზადებით. ამ შესარჩევ ჯგუფში თამაშზე ფავორიტის რანგში ხშირად ნამდვილად არ გავდიოდით და გიბრალტართან ეს იშვიათი შემთხვევა იქნება. ცხადია, მიზანი 3 ქულის აღებაა, ამდენად, შეტევაში უფრო ხარისხიანად უნდა ვითამაშოთ. გასულ მატჩში უგოლოდ იმ გუნდს დავშორდით, რომელიც დაცვაში მართლაც ძლიერად გამოიყურებოდა, გიბრალტართან კი, აუცილებლად უნდა გავიტანოთ”.

ვაკო ყაზაიშვილი: “გასულ მატჩებში დაცვაში ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით, თუმცა, წინ აგრესია გვაკლდა. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვალ ბევრი საგოლე შანსი მოგვეცემა და 3 ქულა უნდა ავიღოთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები