Thumbnail

ლიონს გარსია გაწვრთნის – რომას ექს-თავკაცმა სილვინიო შეცვალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რუდი გარსია ბოლოს მარსელში მუშაობდა
  • ფრანგ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა

ფრანგული ლიონი ცნობილმა სპეციალისტმა რუდი გარსიამ ჩაიბარა. francefootball-ის ცნობით, ფრანგ მწვრთნელთან შეთანხმება მოკლე დროში იქნა მიღწეული.

55 წლის გარსია ლიონში უკვე ჩაფრინდა, მისი კონტრაქტი კი სავარაუდოდ, 2021 წლამდე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ რუდის სამშობლოში სენტ ეტიენში, დიჟონში, ლე მანში, ლილსა და მარსელში უმუშავია, 2013-16 წლებში კი იტალიური რომას თავკაცი იყო.

ლიონმა ახალი მწვრთნელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიელი სილვინიო უხეირო შედეგების გამო გაანთავისუფლა. 

ლიონელებს ამჟამად მხოლოდ 9 ქულა აქვთ და ჩემპიონატში მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები