Thumbnail
  • 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო
  • ვაისს თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე და გურამ კაშია გამოაკლდნენ 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს. შეხვედრა, 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. 

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. 

გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

საქართველოს ნარკებს ჯგუფში ერთადერთი მოგება გიბრალტარტან აქვს
📷 | GFF

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი, საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩისწინა ბოლო ვარჯიში 14 ოქტომბერს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში ჩატარებული ექვსი მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო ადგილზეა გიბრალტარია 0 ქულით. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევრო 2020-ის ფინალურ სტადიაზე ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები