Thumbnail

გერმანიამ ესტონეთს მოუგო, რუსეთი და პოლონეთი კი ევრო 2020-ზე ითამაშებენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა
  • კაცნაკლულმა გერმანიამ ესტონეთს სამი გოლი გაუტანა
  • ბელგიის და იტალიის შემდეგ, ევრო 2020-ის საგზური რუსეთმა და პოლონეთმა მოიპოვეს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. C ჯგუფის ორივე შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა: ჰოლანდიამ გასვლაზე ბელარუსი 2:1 დაამარცხა, ხოლო გერმანიამ ასევე გასვლაზე ესტონეთს 3:0 მოუგო. აღსანიშნავია, რომ გერმანელები მე-14 წუთიდან კაცნაკლული იყვნენ, რადგან მსაჯმა მოედნიდან ემრე ჩანი გააძევა. 

ესტონელებმა პირველი ტაიმი გაუძლეს 10 ფეხბურთელით მოთამაშე გერმანელებს, თუმცა მეორე ნახევარში კლასმა თავისი ქნა და სტუმრებმა სამჯერ აიღეს მასპინძელთა კარი. ორი გოლი გიუნდოგანის ანგარიშზეა, ერთი კი ვერნერმა შეაგდო. ამ ჯგუფს 15-15 ქულით სწორედ გერმანია და ჰოლანდია ლიდერობენ, 12 ქულით კი მესამე ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა. 

ესტონეთი 0:3 გერმანია

ესტონეთი 0:3 გერმანია • მატჩის გოლები

Posted by Silk Sport on კვირა, 13 ოქტომბერი, 2019

I ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის და რუსეთის ეროვნული ნაკრებები გავიდნენ. რუსებმა გასვლაზე 5 უპასუხო გოლი გაუტანეს კვიპროსს და გაიფორმეს ფინალური ეტაპის საგზური. ამ ჯგუფში, მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი თუ რომელი გუნდი დაიკავებს პირველ ადგილს. რუსეთს ბელგიასთან სახლში აქვს სათამაშო, ბრიუსელში კი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. მოკლედ, ვისაც ურთიერთშეხვედრებში ექნება უპირატესობა, პირველ ადგილსაც ის გუნდი დაიკავებს. G ჯგუფში თავისი მატჩი პოლონეთმაც მოიგო და ასევე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.

რუსეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

C ჯგუფი

ბელარუსი 1:2 ჰოლანდია

გოლები: 0:1 ვინალდუმი (32), 0:2 ვინალდუმი (41), 1:2 დრგუნი (54).

ესტონეთი 0:3 გერმანია

გოლები: 0:1 გიუნდოგანი (52), 0:2 გიუნდოგანი (57), 1:3 ვერნერი (71).

E ჯგუფი

უნგრეთი 1:0 აზერბაიჯანი

გოლი: 1:0 კორჰუტი (10).

უელსი 1:1 ხორვატია

გოლები: 0:1 ვლასიჩი (9), 1:1 ბეილი (45).

G ჯგუფი

პოლონეთი 2:0 ჩრდ. მაკედონია

გოლები: 1:0 ფრანკოვსკი (74), 2:0 მილიკი (84).

სლოვენია 0:1 ავსტრია

გოლი: 0:1 პოში (21).

I ჯგუფი

ყაზახეთი 0:2 ბელგია

გოლები: 0:1 ბაჩუაი (21), 0:1 მუნიერი (53).

კვიპროსი 0:5 რუსეთი

გოლები: 0:1 ჩერიშევი (9), 0:2 ოზდოევი (23), 0:3 ძიუბა (79), 0:4 გოლოვინი (89), 0:5 ჩერიშევი (90).

შოტლანდია 6:0 სან მარინო

გოლები: 1:0 მაკგინი (12), 2:0 მაკგინი (27), 3:0 მაკგინი (45), 4:0 შანკლანდი (65), 5:0 ფინდლი (67), 6:0 არმსტრონგი (87).

კომენტარები

ბოლო ამბები