Thumbnail

ზედიზედ მე-4 მატჩი მოგების გარეშე - ბრაზილიამ ნიგერიასთან ფრე ითამაშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილია 1:1 ნიგერია
  • 0:1 არიბო (35), 1:1 კაზემირო (48)
  • ნეიმარი მე-12 წუთზე შეცვალეს

ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრებმა ნიგერიასთან ამხანაგური მატჩი გამართა და კიდევ ერთი შეხვედრა ვერ მოიგო. სინგაპურში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ნიგერიელებმა ანგარიში 35-ე წუთზე არიბოს ლამაზი გოლით გახსნეს. ბრაზილიელებმა კი მეორე ტაიმში კაზემიროს გოლით გაათანაბრეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგეს. ტიტეს გუნდს კოპა ამერიკის შემდეგ არ მოუგია.

მე-12 წუთზე ნეიმარმა ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა - ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავი. ბრაზილიას მომდევნო მატჩები დაგეგმილი არ აქვს. ნიგერიას აფრიკის ქვეყნების ჩემპიონატში ტოგოსთან საპასუხო მატჩი ელის.

ბრაზილია 1:1 ნიგერია - სელესაო 4 მატჩია ვერ იგებს

ბრაზილია 1:1 ნიგერია - სელესაო 4 მატჩია ვერ იგებს

Posted by Silk Sport on კვირა, 13 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები