Thumbnail

168 მატჩი ნაკრებში! სერხიო რამოსმა კასილიასს გადაასწრო

სერხიო რამოსმა ნორვეგიასთან ნაკრებში თავისი 168-ე მატჩი ჩაატარა, რითიც ყოფილ რეკორდსმენს - იკერ კასილიასს გადაასწრო.

რამოსმა ასევე ჩამოიტოვა ლატვიელი ვიტალის ასტაფევი (167 მატჩი) და მას ევროპულ ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ახლა მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი უსწრებს (176 მატჩი).

"როდესაც ამ ფორმას ვიცმევ, ყოველთვის ამაყი, ეს ასე იყო და დიდი იმედი მაქვს კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება..." - ამბობს ესპანეთის ნაკრების და მადრიდის რეალის კაპიტანი.

მსოფლიო რეკორდი კი ეგვიპტელს აჰმედ ჰასანს ეკუთვნის - 184 მატჩი, რომელიც ნაკრებში 1995-2012 წლებში თამაშობდა. სერხიო რამოსს აქვს კარგი შანსი, რომ ეს რეკორდი გააუმჯობესოს.

კომენტარები

ბოლო ამბები