Thumbnail

გერმანია დამარცხებულია! საქართველომ ევრო 2020 პრაქტიკულად გაინაღდა

  • საქართველო 9:7 გერმანია
  • რევაზ ჩომახიძის ნაკრებმა საგზური ფაქტობრივად გაინაღდა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 9:7 დაამარცხა.

მატჩი ქართველთა უპირატესობით დაიწყო და ტაიმი (პირველი ორი მეოთხედი) რევაზ ჩომახიძის გუნდმა 5:3 მოიგო. მესამე მეოთხედში გერმანელებმა გაიბრძოლეს, მაგრამ ჩომახიძის ნაკრებმა საბოლოოდ შეინარჩუნა 2-ბურთიანი უპირატესობა. 

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში სამი გუნდია: საქართველო, გერმანია და შვეიცარია. ევროპის ჩემპიონატზე ორი გუნდი გადის.

პირველ მატჩში გერმანიის ნაკრებმა შვეიცარია 18:7 გაანადგურა. 13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიის გუნდს ხვდება. ვინაიდან, შვეიცარიის ნაკრები ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ თამაში ფაქტობრივად განაღდებული აქვს.

ევრო 2020 ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა: 2014 წელს ბუდაპეშტში მე-12 ადგილი დაიკავა, 2016-ში სერბეთში - მე-14 და 2018 წელს ბარსელონაში - მე-13 ადგილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები