Thumbnail

ათ თვეში სამჯერ გაძვირდა - გიორგი მაკარიძე ყველაზე ძვირფასი ქართველი მეკარეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Transfermarkt-მა გიორგი მაკარიძის სატრანსფერო ფასი გაზარდა
  • დღეიდან მაკარიძე €1.2 მილიონი ღირს

Transfermarkt-მა პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ნაწილის სატრანსფერო ფასები განაახლა - სეტუბალისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის გოლკიპერი გიორგი მაკარიძე 1.2 მილიონი ევრო ღირს.

აღსანიშნავია, რომ მაკარიძეს ცნობილი გამოცემა აქამდე მხოლოდ €700 000 აფასებდა. წლის დასაწყისში კი მაკარიძის ფასი €400 000 იყო. ასე რომ, მისი ფასი 10 თვეში გასამმაგდა. მაკარიძის პირადი რეკორდი €1 500 000-ია. ქართველი მორეირენშეში თამაშისას (2017) ამდენი ღირდა და მას პორტუგალიური გრანდებიც აკვირდებოდნენ. 

გიორგი მაკარიძეს პორტუგალიურ პრიმეირაში 4-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, რომელიც ბენფიკამ შეწყვიტა, როცა სეტუბალს 1:0 მოუგო. 

ახლა ქართველ მეკარეთა შორის მაკარიძე ყველაზე ძვირფასია, შემდეგ მოდის ლუკა გუგეშაშვილი - €450 000, გიორგი ლორია - €400 000 და როინ კვასხვაძე - €400 000.

კომენტარები

ბოლო ამბები