Thumbnail

იმედის ფსონი | საქართველო ირლანდიასთან არ წააგებს, 19-წლამდელები მოიგებენ

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 12 ოქტომბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

გადაცემის წინა, 8 ოქტომბრის ბილეთებიდან, მოგებასთან ყველაზე ახლოს მაყურებლის ბილეთი იყო, რომელიც 6 პოზიციისგან შედგებოდა და მისი ჯამური კოეფიციენტი კი ევროპაბეთის მიხედვით, 9,1-ს შეადგენდა. ბილეთში არაზუსტი მხოლოდ ერთი მატჩის პროგნოზი აღმოჩნდა. 

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,5 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი რუსეთის მეორე ლიგის მატჩში, შინიკის შინ ჩაიკასთან მოგებას აქვს - 1,95.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

დანია ვერ მოუგებს შვეიცარიას. ეს არის ამხანაგური მატჩი, მაგრამ ძალიან რთული თამაშია. შვეიცარია კარგი გუნდია - შეკრული და პეტკოვიჩიც სერიოზული მწვრთნელია. მგონია, რომ შვეიცარია მოუგებს დანიას, მაგრამ მაინც X2-ს დავწერ. 

რუსეთის მეორე დივიზიონში გადავინაცვლებ - შინიკი-ჩაიკის ერთიანს დავწერ. შინიკს არ აქვს იმედი გადაწურული, თან ტრადიციული გუნდია და მისი ბოლო თამაშებიც მომეწონა. და კიდევ, ჩვენი ლეგენდარული და საყვარელი ფეხბურთელი, დავით ყიფიანი ერთი პერიოდი შინიკში მუშაობდა და ამ გუნდის მიმართ უფრო თბილი დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე სხვა რუსულ გუნდებთან.

ამავე ლიგაში დავრჩები და როტორი-ნიჟნი ნოვგოროდში ერთიანს დავწერ. როტორი მესამე ადგილზეა და დასაბრუნებლად იბრძვის. რუსეთის პირობაზე ესეც კარგი გუნდი იყო - ტრადიციული.

ხელბურთში ფრეები მომრავლდა. არის ასეთი თამაში - ვარდარი-კილია. ეს ვარდარი მოქმედი გამარჯვებულია, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს გუნდი რით სჯობს სხვებს. თანაც, ხშირად გვინახავს, რომ გამარჯვებული მეორე სეზონს ისე კარგად ვეღარ ატარებს. ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებული კილი კი ყოველთვის მომწონდა და მომწონს და ვფიქრობ, რომ არ წააგებს. ავიღებ X2-ს. 

დღეს გადაცემის სტუმარი სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა იყო იყო, რომელმაც 5 თამაში ჩამოწერა. მისი ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,6 გახლავთ

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 12,8 გახლავთ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები