Thumbnail
  • 201 ბოჭვა ავსტრალიის წინააღმდეგ
  • მსოფლიო თასის რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნის

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ასპარეზობა ავსტრალიის ნაკრებთან 8:27 მარცხით დაასრულა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში, თუ მატჩის ბოლო 5 წუთს არ ჩავთვლით, შესანიშნავად ითამაშა. ამის დასტური კი 201 ბოჭვაა, რომელიც "ბორჯღალოსნების" ანგარიშზეა "ვოლაბების" წინააღმდეგ. 

მსოფლიო თასის რეკორდი ბოჭვებში - 205 საფრანგეთის ნაკრები (2007 წელი)

ამით საქართველოს ნაკრებს სულ 4 ბოჭვა დააკლდა მსოფლიოს თასის რეკორდის დამყარებამდე - სარაგბო მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი ბოჭვა ერთ თამაშში საფრანგეთის ნაკრებმა შეასრულა - 205.

ეს მოხდა 2007 წლის მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში კარდიფში, სადაც საფრანგეთმა უდიდესი სენსაცია მოახდინა, ახალი ზელანდიის ნაკრებს 20:18 მოუგო.

2007 წელი: საფრანგეთი - ახალი ზელანდია

აი, სწორედ მხოლოდ ამ შედეგს ჩამორჩება "ბორჯღალოსნების" მიღწევა მსოფლიო თასის 32-წლიან ისტორიაში. 

მეტი ამ თემაზე

ბორჯღალოსნების 3 მიღწევა 2019 წლის მსოფლიო თასზე

🏉 პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლო.

🏉 პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის პულის ოთხივე მატჩში შეძლო ლელოს დადება.

🏉 პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის ერთ თამაშში 200-ზე მეტი ბოჭვა გააკეთა.  

კომენტარები

ბოლო ამბები