Thumbnail
  • შვეიცარია (U21) 2:1 საქართველო (U21)
  • 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)
  • გია ცეცაძის გუნდი შესარჩევის ჯგუფში მე-2 ადგილზეა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიის ქალაქ ვინტერთურში ევროპის 2021 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გამართა და პირველად დამარცხდა.

გია ცეცაძის გუნდმა შვეიცარიელ თანატოლებთან 1:2 წააგო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში რუბენ ვარგასმა 57-ე წუთზე გახსნა - აუგსბურგის შემტევის გოლი გიორგი არაბიძემ გაქვითა. ქართველმა ჯარიმიდან შვეიცარიელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში ზუსტად 4 წუთში, ეფექტური დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

📺 ასე გაათანაბრა არაბიძემ ანგარიში

მასპინძლებმა მატჩი მაინც მოიგეს. იანგ ბოიზის მცველმა ჯორდან ლოტომბამ ლუკა გუგეშაშვილს გაუტანა და შვეიცარიის ნაკრებს მე-2 მოგება მოუტანა. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დარჩა და ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ცეცაძის ნაკრების მომდევნო მეტოქე საფრანგეთი იქნება, რომელსაც ქართველი ახალგაზრდები 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

შვეიცარია 2:1 საქართველო - მატჩის გოლები

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2019

U21 შვეიცარია 2:1 საქართველო U21

გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1:1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)

შვეიცარია (4-4-2): რაჩიოპი - რიუგი (84. ნდოიე), ვან დერ ვერფი, ცესიგერი, ზიდლერი - ვარგასი, დომგჯონი, ტომა, ოკაფორი (59. ლოტომბა) - გელემენოტი, პუსიჩი (73. ბაჯრამი).

საქართველო (4-4-2): გუგეშაშვილი - მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური - არაბიძე, კუცია, ნინუა (86. კოხრეიძე), სილაგაძე (87. ნებიერიძე) - ქავთარაძე (76. სპანდერაშვილი), არველაძე (86. ბუღრიძე).

კომენტარები

ბოლო ამბები