Thumbnail
  • ფლორენტინო პერესის აზრით, რეალს ერიკსენის სტილის მოთამაშე სჭირდება
  • ზინედინ ზიდანს მოედნის ცენტრის გაძლიერება პოლ პოგბათი სურს 

რეალ მადრიდის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესისა და მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის აზრები გაიყო. პერესს კლუბში კრისტიან ერიკსენის მიყვანა სურს, ზიდანს კი ნახევარდაცვის გაძლიერება პოლ პოგბათი უნდა. ფლორენტინოს აზრით, იგი დანიელს იანვარშივე იყიდის. მას სჯერა, რომ ერიკსენის ტრანსფერი ძალიან იაფი, 30 მილიონი ფუნტი დაუჯდება, ვინაიდან დანიელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, 6 თვით ადრე კი მისი შეძენა გაცილებით მარტივი იქნება.

პერესი მიიჩნევს, რომ მადრიდულ კლუბს ერიკსენის სტილის მოთამაშე უფრო მეტად სჭირდება ვიდრე პოგბას მსგავსი. იუნაიტედი 26 წლის ფრანგში 180 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც ფლორენტინოსთვის ერიკსენის ტრანსფერს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. 

თავად 27 წლის დანიელს სეზონის ბოლომდე ინგლისში დარჩენა და ზაფხულში ‘სამეფო კლუბში’ უფასოდ გადასვლა სურს. მას სჯერა, რომ იანვარში ესპანურ გრანდთან წინასწარ კონტრაქტს დადებს.

ზინედინ ზიდანის გუნდმა სეზონი ქაოსურად დაიწყო. ფრანგი სპეციალისტი დიდ წნეხს განიცდის. მის კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა გუნდი კარგად ასპარეზობს ლა ლიგაში.

‘წითელი ეშმაკების’ ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესს რამდენჯერმე განუცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ იყიდება, თუმცა ზიდანს სჯერა, რომ პოგბა რეალს შეუერთდება და მისი დახმარებით მოედნის ცენტრს კიდევ უფრო გააძლიერებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები