Thumbnail
  • დევიდ პოქოქმა ბორჯღალოსნებს თავგანწირული გარჯა დაუფასა
  • 'ვოლაბების' კაპიტანმა მინდორზე 60 წუთი გაატარა

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამოცდილმა კაპიტანმა დევიდ პოქოქმა მაღალი შეფასება მისცა “ბორჯღალოსანთა” თამაშს, რომლებიც ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ყოჩაღად დაუდგნენ და მხოლოდ 8:27 წააგეს.

პოქოქმა მინდორზე 60 წუთი გაატარა და რაქებში ტრადიციულად შეუდარებელი იყო, ამასთან კი, ქართველი მორაგბეების ბოჭვის არეშიც არაერთხელ მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ პოქოქს ყველაზე მეტად მეტოქის თავდადებული დაცვითი თამაში დაამახსოვრდა.

დევიდ პოქოქი: “უდავოა, რომ მძიმე მატჩი გვქონდა. ქართველებმა ჩინებული ფიზიკური კონდიციები წარმოაჩინეს. ამაში, მათ ხელი ჩვენმა ტაქტიკამაც შეუწყო.

ბიჭები ახლაც ბჭობენ, საჭირო იყო თუ არა ჩვენს თამაშში სიახლეების შეტანა უშუალოდ თამაშის დროს, რიდესაც უპირატესობას ვფლობდით. ვფიქრობ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ.

საქართველოს ნაკრების დაცვა მართლაც ძალიან ძლიერია. მათ მაგრად ითამაშეს. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ისინი ჩვენზე დიდ წნეხს ახორციელებდნენ”.

კომენტარები

ბოლო ამბები