Thumbnail
  • მილტონ ჰეიგს ავსტრალიასთან თამაშმა სიამაყის გრძნობა მოჰგვარა
  • ზელანდიელი მწვრთნელი ბორჯღალოსნებს დაემშვიდობა

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ბორჯღალოსნებს ზელანდიელი სპეციალისტის მოგებით გაცილება არ გამოუვიდათ, თუმცა კი, ავსტრალიას მაგრად დაუდგნენ და მხოლოდ 19-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ. თამაშის შემდეგ ჰეიგმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

მილტონ ჰეიგი: “2019 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ბოლო თამაში იყო და გვინდოდა, მინდორზე ყველაფერი გვეჩვენებინა, რაც შეგვიძლია. ბიჭების გარჯით ნამდვილად ამაყი ვარ, რადგანაც მათ ფაქტობრივად 75 წუთის განმავლობაში მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

ისინი დიდი გულით ირჯებოდნენ, რამაც საშუალება მოგვცა, ამდენი ბოჭვა გაგვეკეთებინა და ავსტრალიელებისთვის თავისუფალი სივრცეები არ მიგვეცა.

ვფიქრობ, ქართველ ქომაგებს მივეცით საბაბი, რათა მათ თავი ამაყად იგრძნონ. მიმდინარე მსოფლიო თასზე კარგი მომენტებიც გვქონდა და ცუდიც, თუმცა, შევეცადეთ, მაქსიმალური შედეგისთვის მიგვეღწია”.

კომენტარები

ბოლო ამბები