Thumbnail
  • WORLD RUGBY 35 წლის მორაგბის სანაკრებო კარიერის დასრულებას ეხმიანება
  • ორგანიზაცია ბორჯღალოსნებში გორგოძის განსაკუთრებულ ღვაწლს აფასებს

მსოფლიო რაგბიმ მამუკა გორგოძეს, რომელმაც "ბორჯღალოსნების" მაისურით ბოლოჯერ ითამაშა, სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი მიუძღვნა.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო მატჩი ავსტრალიასთან ჩაატარა და ანგარიშით 8:27 დამარცხდა. 35 წლის მორაგბისთვის ეს ბოლო შეხვედრა იყო ეროვნულ გუნდში.

მეტი ამ თემაზე: დაცვითი რაგბი და ისტორიული ლელო - ბორჯღალოსნებმა ტურნირი დაასრულეს

მსოფლიო რაგბის ტვიტერი მამუკას ქართული რაგბის გოლიათად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ღვაწლს.

მსოფლიო რაგბი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, როგორ ემშვიდობებიან თამაშის შემდეგ მამუკას ავსტრალიელი მოთამაშეები, რომელთაგან რამდენიმეს გორგოძე კარგად იცნობს, თავისი არაჩვეულებრივი კარიერიდან გამომდინარე.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა, თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, "ბორჯღალოსნებში" დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი გიორგი ცუცქირიძის ტრავმა გახდა, იაპონიის ტურნირი კი მამუკა გორგოძისთვის კარიერაში მეოთხე მსოფლიო თასი იყო. გორგოძისთვის ავსტრალიასთან შეხვედრა მსოფლიო თასზე მე-15 აღმოჩნდა, "ბორჯღალოსნებში" კი -  75-ე!

კომენტარები

ბოლო ამბები