Thumbnail
  • ბორჯღალოსანთა კაპიტანმა ავსტრალიასთან მატჩი შეაფასა
  • საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 1 მოგებით დაასრულა

ავსტრალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, თამაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეაფასა.

ქართველმა შუამარბმა მოედანზე 71 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი ლაშა მალაღურაძეს დაუთმო, მინდორზე კი ტრადიციულად დიდი სამუშაო გასწია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე დასკვნითი შეხვედრა 8:27 წააგეს და პუბლიკას თავი დაცვაში თავდაუზოგავი თამაშით დაამახსოვრეს.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი)
“ბიჭებმა მართლაც მაგრად იბრძოლეს და მინდორზე ყველაფერი გავიღეთ. ცუდია, რომ მაინც წავაგეთ და ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა.

ვეცდებით, სამომავლოდ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ და მეტი წინსვლა გვქონდეს. ასეთ მატჩებში ქულების აღების გარეშე წარმატებაზე ფიქრი ძნელია.

თოდუას ლელოს შემდეგ თამაშში დაბრუნების გარკვეული იმედი გაგვიჩნდა, თუმცა, ავსტრალია ძალიან ძლიერი ნაკრებია და სასურველი შედეგს მაინც მიაღწია.

ამ მსოფლიო თასზე სხვა გეგმები გვქონდა და გულშემატკივარიც მეტს ელოდა, თუმცა, შეცდომები დავუშვით და მეტოქეებმა ისინი კარგად გამოიყენეს. ახალგაზრდული ნაკრები გვყავს და იმედი მაქვს, მომავალ ტურნირზე უკეთ ვითამაშებთ”.

ბოლოს, მინდა მილტონ ჰეიგს ჩემი და გუნდის სახელიდთ მადლობა გადავუხადო. ალბათ, იცით, რომ მან ჩვენი ნაკრების თავკაცის რანგში ბოლო მატჩი ჩაატარა და მისი ღვაწლი მართლაც დასაფასებელია. მილტონმა ქართული რაგბის წინსვლისთვის დიდი სამუშაო გასწია და პირადად მეც, მისი მხარდაჭერის გარეშე ასეთ დონეზე თამაშს ვერ შევძლებდი.

კომენტარები

ბოლო ამბები