Thumbnail

მიკ მაკარტი: აქ მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა გვახსოვს საქართველო-დანია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია | 📺 I არხი
  • ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა

12 ოქტომბერს, თბილისში, 'დინამო არენაზე' ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...

მიკ მაკარტი (ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი)
"საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. თბილისში დანიას ძალიან გაუჭირდა და შეიძლებოდა ქულაზე მეტიც აგეღოთ. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ სადაც ჩავდივართ, ყველგან სამი ქულისთვის ვიბრძვით.

საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ საკმარისად გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმირებულთა შეცვლა შეუძლიათ. გულშემატკივარი  ჩვენგან მხოლოდ სამ ქულას ელოდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ დანიასთან ფრედ ითამაშა. მეტოქე კარგ ფორმაშია და დიდი შრომა მოგვიწევს სასურველი შედეგის მისაღწევად".

მიკ მაკარტი და სიმუს კოულმენი თბილისში, პრესკონფერენციაზე

სიმუს კოულმენი (ევერტონისა და ირლანდიის ნაკრების მცველი)
'მადლობა მინდა ვუთხრა ბრაიტონს, რადგანაც მათ შეინ დაფს თამაშის უფლება მისცეს. ის ჩვენთან ერთადაა თბილისში და თამაშისთვის მზად იქნება. კარგია, რომ ჩვენთანაა დერეკ უილიამსიც, რომელსაც ბლექბერნში საკმაოდ შთამბეჭდავი კვირა ჰქონდა. საქართველოსთან, დუბლინში თამაშის ტემპს ჩვენ ვარეგულირებდით. იმედი მაქვს, რომ თბილისშიც ასე იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები