Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანელთა გარკვეულ ვარჯიშებში ჩაერთო
  • ქართველმა ცენტრმა სადებიუტო მატჩი, შესაძლოა, 16 ოქტომბერს ჩაატაროს

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგ საკონტროლო მატჩს ხვალ დილით, ჩიკაგო ბულსთან ჩაატარებს. ცნობილია, რომ ქართველი ცენტრი თამაშს ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა კი, გუშინ მსუბუქად ივარჯიშა, რაც იმედის მომცემი ინფორმაცია უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძემ ინდიანელთა საზაფხულო მატჩები სავიზო პრობლემების გამო გამოტოვა, ამერიკაში ჩასვლის შემდეგ კი, კოჭის ტრავმა მიიღო და ისიც კი გაჟღერდა, რომ შესაძლოა, მომავალ სეზონში გუნდში როტაციის მიღმა დარჩენა დაემუქროს.

ბოლო ცნობებით, გოგას მდგომარეობა გაუმჯობესდა და მართალია, მას პეისერსის მთელს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, გარკვეულ ვარჯიშებში ჩართული გახლდათ.

არსებობს შანსი, რომ 20 წლის ქართველმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღოს ინდიანელთა დასკვნით საკონტროლო მატჩში, რომელიც 16 ოქტომბრის დილას მინესოტა ტიმბერვულვზთან გახლავთ დაგეგმილი.

მანამდე, ბითაძის შესახებ კომენტარი 23 წლის მაილს ტერნერმა გააკეთა, რომელიც დიდი ალბათობით, პეისერსის სასტარტო ცენტრი იქნება.

“გოგას მუდმივად ვეუბნები, რომ თავი არ დახაროს. ყოველთვის ძნელია ახალ გარემოს შეეგუო, მითუმეტეს, როდესაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ხვდები. ვეუბნები, რომ არ იჩქაროს. ის, ჩვენთვის იმდენად ღირებულ მოთამაშედ უნდა იქცეს, რომ სჯობს, ყველაფერი კარგად გაითავისოს. ყველაფერს თავის დრო აქვს”.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები