Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი დენვერ ნაგეთსთან 91:111 დამარცხდა
  • კავაი ლეონარდმა 11-წუთიან დებიუტში 7 ქულა და 6 პასი დააგროვა

NBA-ს პრესეზონის მორიგ მატჩში, დენვერ ნაგეთსმა ლოს ანჯელეს კლიპერსი დამაჯერებელი ანგარიშით, 111:91 დაამარცხა. კლიპერსში წინა სეზონის მთავარი გმირის, კავაი ლეონარდის დებიუტი შედგა. ტორონტო რეპტორსის ჩემპიონობის უმთავრესმა შემოქმედმა 11 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულა, 6 პასი და 1 მოხსნა დააგროვა. მეორე სუპერვარსკვლავი პოლ ჯორჯი კვლავ ტრავმირებულია, რაც გუნდს განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაეტყო.

დენვერიდან, ქულების მხრივ, საუკეთესო შედეგი სათადარიგო კალათბურთელ მალიკ ბიზლის ჰქონდა, რომელმაც 18 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა. ნაგეთსის სუპერვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა 22 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო (10 ქულა, 11 მოხსნა).

დღის სხვა მატჩებში, პორტლენდ ტრეილბლეიზერსმა ისრაელის ჰაიფას მაქაბის კარგი გაკვეთილი ჩაუტარა (104:68), ხოლო ფინიქს სანსი კი საკრამენტოსთან 88:105 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები