Thumbnail
  • ევროპის ქალაქებში ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის თამაშები გაიმართა
  • რონალდ კუმანის გუნდი ბოლო წამებამდე ვერ ამარცხებდა ჩრდილოეთ ირლანდიას
  • რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკი ლატვიაში
  • ბელგიამ სან მარინოს 9 გოლი გაუტანა

10 ოქტომბერს ევროპის სტადიონებზე ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს როტერდამული მატჩი იწვევდა, სადაც ჰოლანდიის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გატანილი გოლების წყალობით დაამარცხა მეტოქე - 3:1.

ეს ამბავი C ჯგუფში მოხდა, სადაც სრულიად მოულოდნელად, ჰოლანდიის და გერმანიის ნაკრებებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიაა ჩაბმული.

ჰოლანდიელებმა ჩრდ. ირლანდიელები ბოლო წუთებზე გატეხეს

ამ შედეგის მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდია ინარჩუნებს ევროსაგზურის მოპოვების შანსს, თუმცა ჰოლანდიელებმა მკვეთრად გაუმჯობესეს ვითარება. მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს 5-5 თამაშში 12-12 ქულა აქვთ მოპოვებული. ამდენივე ქულა აქვთ ბრიტანელებს, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. მოკლედ, ყველაფერს დარჩენილი ტურები გადაწყვეტს, თუმცა ფავორიტები მაინც გამოკვეთილია. 

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ჰოლანდიელებმა მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს და თავისუფლად შეეძლოთ არათუ ქულების დაკარგვა, წაგებაც კი. რონალდ კუმანის ფეხბურთელებს პირველ ტაიმში საერთოდ არ ჰქონდათ მომენტი, მეორე ნახევარში კი სულ სამი-ოთხჯერ დაემუქრნენ მეტოქეს და ისიც ბოლო წუთებში. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც თავური დარტყმით მაგენისმა შეაგდო, თუმცა მალევე, მემფის დეპაიმ აღადგინა წონასწორობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ლუკ დე იონგმა დააწინაურა ჰოლანდია, დეპაიმ კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. თამაში არ ვარგოდა, თუმცა ფავორიტმა მიზანს მიაღწია და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროპის ჩემპიონატისკენ.

ჰოლანდია 3:1 ჩრდილოეთ ირლანდია - მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს

ჰოლანდია 3:1 ჩრდილოეთ ირლანდია - მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

C ჯგუფი

ბელარუსი 0:0 ესტონეთი

ჰოლანდია 3:1 ჩრდ. ირლანდია

გოლები: 0:1 მაგენისი (75), 1:1 დეპაი (84), 2:1 დე იონგი (90), 3:1 დეპაი (90).

E ჯგუფი

ხორვატია 3:0 უნგრეთი

გოლები: 1:0 მოდრიჩი (5), 2:0 პეტკოვიჩი (24), 3:0 პეტკოვიჩი (42).

სლოვაკეთი 1:1 უელსი

გოლები: 0:1 მური (25), 1:1 კუცკა (53).

G ჯგუფი

ავსტრია 3:1 ისრაელი

გოლები: 0:1 ზაჰავი (34), 1:1 ლაზარო (41), 2:1 ჰინტერგერი (56), 3:1 საბიტცერი (88).

ჩრდ. მაკედონია 2:1 სლოვენია

გოლები: 1:0 ელმასი (50), 2:0 ელმასი (68), 2:1 ილიჩიჩი (90-პენ.).

ლატვია 0:3 პოლონეთი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 ლევანდოვსკი (13), 0:3 ლევანდოვსკი (76).

I ჯგუფი

ყაზახეთი 1:2 კვიპროსი

გოლები: 1:0 ერლანოვი (34), 1:1 სოთირიუ (73), 1:2 იანო (84).

ბელგია 9:0 სან მარინო

გოლები: 1:0 ლუკაკუ (28), 2:0 ჩადლი (31), 3:0 ბროლი (35-საკ. კარში), 4:0 ლუკაკუ (41), 5:0 ალდერვეირელდი (43), 6:0 ტიელემანსი (45), 7:0 ბენტეკი (79), 8:0 ვერმჩერნი (84-პენ.), 9:0 კასტაინი (90).

რუსეთი 4:0 შოტლანდია

გოლები: 1:0 ძიუბა (57), 2:0 ოზდოევი (60), 3:0 ძიუბა (70), 4:0 გოლოვინი (84).

კომენტარები

ბოლო ამბები