Thumbnail

ჩხეტიანი: ტორპედო ქართველ და უცხოელ ინვესტორებს აინტერესებთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქუთაისის ტორპედო მწვრთნელისა და კაპიტნის განცხადებას ავრცელებს
  • კახა ჩხეტიანი ტორპედოსთან ერთად ჩემპიონატის დასრულებას აპირებს

ქუთაისის ტორპედოში სერიოზული ფინანსური პრობლემებია - კლუბის ფეხბურთელები დავალიანების დაფარვამდე და სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებამდე ვარჯიშს აღარ აპირებენ. ტორპედოს ოფიციალურმა გვერდმა ამ თემასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანისა და კაპიტნის, როინ კვასხვაძის კომენტარები გაავრცელა.

როინ კვასხვაძე (ტორპედოს კაპიტანი): ფეხბურთელები შევხვდით ერთმანეთს. მოვილაპარაკეთ, რომ სახელფასო დავალიანება გაგვისტუმრონ. ზოგს 4 თვის, ზოგს კი 5 თვის დავალიანება აქვს. ვერ ვივარჯიშეთ, რადგანაც ბაზაზე მცხოვრებ მოთამაშეებს ჭამის პრობლემა შეექმნათ. დავაზუსტებ, რომ ჩვენ გუნდიდან არ წავსულვართ, უბრალოდ ვითხოვთ, რომ კონტრაქტის პირობები შესრულდეს. თუ ყველაფერი დალაგდება, თამაშსაც აუცილებლად გავაგრძელებთ. ერთადერთი იმედიღა დამრჩა, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოგვარდება და ისევ ის ძალა ვიქნებით, რაც ვიყავით.

როინ კვასხვაძის კომენტარი

💬 როინ კვასხვაძე: "ერთადერთი იმედიღა დამრჩა, რომ უახლოეს პერიოდში პრობლემები მოგვარდება და ისევ ის ძალა ვიქნებით, რაც ვიყავით!" ✅

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): ტორპედოთი არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება. თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ ტორპედო ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ "შეუწყობს". გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო... 

კახა ჩხეტიანის კომენტარი

💬 კახა ჩხეტიანის კომენტარი: ✅ "ტორპედოთი" არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება... ✅ თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ "ტორპედო" ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ "შეუწყობს". გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები! ✅ არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ✅ გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო... ❗️

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები