Thumbnail
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი ბრუკლინ ნეტსთან 111:114 დამარცხდა
  • კაირი ირვინგმა სადებიუტო მატჩში ტრავმა მიიღო

ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარშემო აწყობილმა ლეიკერსმა NBA-ს პრესეზონში პირველი მარცხი იწვნია. ბრუკლინ ნეტსთან ტესტ-მატჩში, რომელიც შანხაიში გაიმართა, ლოს ანჯელესელები 111:114 დამარცხდნენ. ყველაზე შედეგიანი ჯეიმსი გახლდათ - მან 25 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. დევისმაც 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 16 ქულას და 5 პასს მოუყარა თავი. რაჟონ რონდოს აქტივში 18 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნაა.

ბრუკლინიდან ყველაზე კარგად სპენსერ დინვიდიმ ითამაშა, რომელმაც 20 ქულის ჩაგდება მოახერხა. მატჩის დაწყებიდან 1 წუთის შემდეგ ბრუკლინმა ტრავმის გამო ორი კალათბურთელი დაკარგა - კაირი ირვინგი, რომელსაც ნეტსში დებიუტი ჰქონდა და კარის ლევერტი. ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია.

მატჩი, რომელსაც შანხაიში 15 992 მაყურებელი დაესწრო, ძალიან დაძაბული გამოვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ორნიშნა უპირატესობის მოპოვება.

NBA-ს ახალი სეზონი ლეიკერსისთის 23 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩით იწყება, ბრუკლინი კი პირველ მატჩს 1 დღის შემდეგ, მინესოტასთან გამართავს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები