Thumbnail

გვარდიოლა: ის ერთადერთია, რომელსაც 500 მილიონადაც არ გავყიდი!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გვარდიოლა ამ ფეხბურთელს დავიდ სილვას შემცვლელად განიხილავს
  • ფილ ფოდენი 9 წლიდან მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელზე, ფილ ფოდენზე ისაუბრა. პეპმა აღნიშნა, რომ ფოდენს მომდევნო სეზონში პირველ გუნდში დააწინაურებენ და დიდი სათამაშო დრო ექნება.

''ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება. 500 მილიონიც რომ შემოგვთავაზონ, მას არ გავყიდით. ის მანჩესტერ სიტის ნაწილია და ზაფხულში მის პოზიციაზე არავის ვიყიდით. როდესაც დავიდ სილვა გუნდიდან წავა, დარწმუნებით ვიცი, ვინ იქნება ჩვენი ახალი ჯადოქარი',' - განაცხადა პეპმა ინგლისურ მედიასთან საუბრისას.

ფოდენი 9 წლის იყო, როდესაც მშობლებმა მანჩესტერ სიტის აკადემიაში მიიყვანეს. მან ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ოქროს ბუცს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები