Thumbnail

რობერტო კარლოსი: რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მეძინა, ვიდრე - მეუღლესთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რობერტო კარლოსმა განვლილ პერიოდს 'ნამდვილი სიგიჟე' უწოდა
  • რეალის ფეხბურთელები გასართობად კერძო თვითმფრინავებით დადიოდნენ

მადრიდის რეალის ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა აღიარა, რომ ესპანურ გრანდში თამაშის დროს “სამეფო კლუბის” ვარსკვლავები არანაირ გართობას არ იკლებდნენ. კარლოსისვე თქმით, მადრიდულ პერიოდში მისი ყველაზე დიდი მეგობარი რონალდო იყო.

“ახლა, როდესაც იმ დროს ვიხსენებ, მიკვირს კიდეც, ამდენს როგორ ვახერხებდით? ნამდვილი სიგიჟე იყო! ყოველი მატჩის შემდეგ კერძო თვითმფრინავები გველოდნენ. გუნდი მადრიდის აეროპორტის დახურულ ტერმინალში იკრიბებოდა და ბექჰემი ერთ მხარეს მიფრინავდა, ფიგუ და ზიდანი – მეორეს მხარეს, მე და რონალდო კი კიდევ სადღაც... არადა, წესით, 1 დღის შემდეგ ისევ ვვარჯიშზე უნდა ვყოფილიყავით!

ვლოცულობდი, რომ ტურის მატჩი შაბათს გვქონოდა. ამ შემთხვევაში, შემეძლო კვირას ფორმულა 1-ის მორიგ ეტაპზე წავსულიყავი. ცხადია, ამ დროსაც საქმეში კერძო თვითმფრინავი ერთვებოდა.

რონალდოს ჯერ კიდევ 1993 წელს შევხვდი და მას შემდეგ მუდმივად ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მასთან ერთად უფრო ხშირად მეძინა, ვიდრე – მეუღლესთან”.

კომენტარები

ბოლო ამბები