Thumbnail
  • გოგა ბითაძე კვლავ ტრავმირებულია
  • Goga no go - რას წერენ ამერიკულ მედიაში

Indy Cornrows-ს უახლესი ინფორმაციით, ინდიანა პეისერსის ორი ტრავმირებული მოთამაშიდან ერთ-ერთი - ტი ჯეი ლიფი ვარჯიშობს და ჩიკაგო ბულსთან მატჩისთვის ემზადება, გოგა ბითაძე კი კვლავ ლაზარეთში რჩება.

"ბითაძის ისტორია სხვანაირია - ის მარჯვენა კოჭის ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს. I რაუნდში არჩეული ქართველი ახალბედის დებიუტი გაიწელა. მან საზაფხულო ლიგა სავიზო პრობლემების გამო გააცდინა, ვერ ითამაშა ინდოეთში წინასასეზონო თამაშებში, არ იქნება არც ჩიკაგოსთან...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

როგორც ჩანს, ინდიანას ახალგაზრდა ცენტრის თამაშის აუცილებლობაც არ აქვს, მიუხედავად ძალიან კარგი გამოხმაურებებისა და კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბითაძე როტაციაში იქნება. 

მედია დღის წინ, ჩანდა რომ, მიუხედავად, შთამბეჭდავი გამოხმაურებებისა, პეისერსი ამ სეზონში ბითაძეს ნაკლებად დაეყრდნობა. მით უფრო, მას ახლახან შეუსრულდა 20 წელი. ის არა მარტო NBA-ს ახალბედაა, არამედ, ამერიკაც მისთვის ჯერ უცხოა. 

ამასთან, ინდიანა გამოირჩევა იმით, რომ ახალბედებს უადვილებს როტაციაში შესვლას, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოხმაურებებია მასზე მედიაში. ყოველ შემთხვევაში, მისგან გაცილებით ნაკლებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ადრე იწერებოდა.

ახლა, როცა ამას გოგას ტრავმა დაემთხვა, ძნელი არაა იმის წინასწარმეტყველება, რომ გოგას თამაში ჯერ არ მოუწევს. არც ისე მალე მოუწევს ბითაძეს ასე თუ ისე მნიშვნელოვანი წუთების მოპოვებას. 

ვიმედოვნებთ, რომ გოგა გაიბრწყინებს, როცა მზად იქნება NBA-თვის. ის იმდენად დინამიური პიროვნებაა, რომ აუცილებლად ვარსკვლავი იქნება ლიგაში, თუ თამაშს შეძლებს", - წერს Indy Cornrows.

კომენტარები

ბოლო ამბები